“რუსთავი 2” : არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება

812

რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, მერობის კანდიდატად დაასახელებს.

ინფორმაციას, დედაქალაქის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, კახა კალაძის ნაცვლად, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ, მმართველ პარტიაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, თალაკვაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მას კახა კუჭავა ჩაანაცვლებს.