პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი, ქარელის მუნიციპლიტეტის სოფლების – აბისისთავისა და ბერძენაულის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დაბრუნდაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.
„ჩვენთვის ყველა სოფელი პრიორიტეტულია და ვცდილობთ, ყველამ ერთნაირად მიიღოთ ის სიკეთე, რასაც ჩვენი გუნდი გპირდებათ. აბისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში, უამრავი პროექტი განხორციელდა: გაზიფიცირება, საბავშო ბაღის მშენებლობა , სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა, გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის შეკეთება, გარე განათების მოწყობა, ურნების განთავსება, სტადიონების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობა. ჩვენს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორ სოფელში მოეწყო სოფლის სახლი და აქედან ერთ-ერთი ბერძენაულში. ამ სოფლის სახლით სარგებლობს არამხოლოდ ბერძენაულის მოსახლეობა, არამედ აბისის, ბრეძის, ავლევის, ფცისა და მოხისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ადამიანები”, – განაცხადა შეხვედრაზე გულიაშვილმა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოფელ აბისისთავში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის იგეგმება, ხოლო გაბიონისა და სარწყავი სისტემის მოსაწყობა მიმდინარე წლიდან დაიწყება.
ბერძენაულის მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ბაღებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებისა და ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საკითხი დააყენა, რაზეც გულიაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში გზის მოწესრიგება უკვე გათვალისწინებულია. რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, მერობის კანდიდატის თქმით, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება.
ზაზა გულიაშვილი, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლების – კნოლევისა და ცერონისის მოსახლეობასაც შეხვდა.
„გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები – სოფლების გაზიფიცირება, გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება, სარიტუალო დარბაზებისა და ამბულატორიების მშენებლობა-მოწყობა, გარე განათებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ადმინისტრაციული შენობისა და ახალი მინი სტადიონის მშენებლობა, ნათელი მაგალითია სახელმწიფოს ზრუნვისა იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ 2008 წლის ომის შედეგად“ – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა შეხვედრაზე.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან დაგეგმილ და მიმინარე პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოფელ ცერონისში სასმელი წყლის ჭაბურღილი კეთდება, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. “ რაც შეეხება კნოლევის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის კეთილმოწყობას, ჩვენი შეთანხმებისამებრ, მომდევნო კვირაში ადგილზე იქნებიან სპეციალისტები და თქვენთან ერთად მიიღებენ საჭირო ზომებს მის აღსადგენად”, – განუცხადა მოსახლეობას ზაზა გულიაშვილმა.
წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი