ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა ვიზიტორთა მიღება განაახლა

338

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მიღება განახლდა. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ზაზა რამინაშვილის თქმით, ვიზიტორთა მიღება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

“დღეს დავიწყეთ ვიზიტორთა მიღება, მალე აეროპორტიც უფრი დატვირთული იქნება, უცხოელი ტურისტებიც მოვლენ და ქართველებიც”-, ამბობს  ზაზა რამინაშვილი.

ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა მიღების საათები გახანგრძლივდება 20:00 საათამდე.

ეპიდემიური ვითარებიდან გამდინარე  ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო.