კართუბანში, თელასა და ბაისუბანში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, საბავშო ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები. სამივე პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 286 840 ლარს შეადგენს. ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება შენდება სოფელ კაბალშიც. პროექტის ღირებულება 2 720 000 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაცია უტარდება ასევე სოფელ გიორგეთისა და სოფელ ცოდნისკარის საბავშვო ბაღებს. გიორგეთის საბავშო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 799 890 ლარია, ხოლო ცოდნისკარის ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 499 999 ლარს შეადგენს.