საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დავის საგანია ჯაფარიძისთვის, კორძაიასა და ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა. საქმეს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. სხდომა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.