ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ახორციელებს.
“აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფ.ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობა. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს”, – განმარტავენ ქობულეთის მერიაში.