“შიდა საუბნო გზების მოწესრიგების” პროგრამის ბიუჯეტი წელს 503 700 ლარით განისაზღვრა, – აცხადებენ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში.
“აღნიშნულ პროგრამას ქედის მერია, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად და წარმატებით ახორციელებს. წელს პროგრამის ბიუჯეტი 503 700 ლარამდეა, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება გზის ავარიული მონაკვეთები, გატარდება პრევენციული ღონისძებები და კეთილმოეწყობა საუბნო საავტომობილო გზები”, – განმარტავენ ქედის მერიაში.