რიჟვაძე: აჭარაში სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება, შესაძლოა, განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები

469

სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება. დინამიკის მიხედვით, შესაძლოა, განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მან რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

“ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს იქნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ განიხილება სრული „ლოკადაუნი“. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.