ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა.
მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი, ასევე ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.
„საზოგადოებას წარვუდგინეთ მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები და ასევე ვისაუბრეთ იმ საქმიანობებზე, რომლებიც მოვალეობის შესრულებიდან დღემდე განხორციელდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ წევრს იმიტომ, რომ გამოეხმაურენ ჩემს შეთავაზებას“, – განაცხადა ხახალეიშილმა.
„ქუთაისში მრავალი საკითხია, რომელიც მერის ყურადღებას მოითხოვს და რა თქმა უნდა ჩვენი ძალისხმევაც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, რომ რაც შეიძლება დეტალურად წარვადგინოთ ის საკითხები, რაც ქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დავით ჩხობაძემ.