შიდა ქართლის რწმუნებულმა ჩინეთის პროვინცია განსუსთან მემორანდუმი გააფორმა

597

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შეთანხმებაას ხელი მოეწერა.

ხელშეკრულების მიზანია რეგიონებს შორის მრავალპროფილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება.

შიდა ქართლის რწმუნებულის მამუკა საღარეიშვილის თქმით თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

“ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცემა მხარეებმა გავუზიაროთ გამოცდილება ეკომონიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და საერთო ინტერესების გათალიწინებით, მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ.” – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეობა “საპარტნიორო ფონიდსა” და “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებმაც მიიღეს. ამავდროულად, ,,საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეის ლოგისტიკურ ცენტრს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

განსუს პროვინცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, დიდ ინტერესს გამოთქვამს, გახდეს საქართველოს სარკინიგზო პარტნიორიც. პროვინცია მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქართული პროდუქციის რელიზაციის გაზრდას ჩინურ ბაზარზე.