ქობულეთში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

360

ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. ორივე მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და მიწის ვაკისის მოწყობა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აჭყვისთვავის ჩახედნასა და ლეღვას სოფლებში.