“ქართული ოცნების” კანდიდატები იმერეთის რეგიონიდან ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობენ

668

“ქართული ოცნების” იმერეთის რეგიონის კანდიდატები მოსახლეობას აქტიურად ხვდებიან და მათ წინასაარჩევნო პროგრამას აცნობენ.

ამომრჩეველს შეხვდა და პირადად გაეცნო  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი მამუკა რიჟამაძე.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, მთლიანად არის ორიენტირებული ქვეყანაში ახალი დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებაზე. 2012 წლიდან საქართველომ მიაღწია არსებით წინსვლას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით”,- განაცხადა შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძეც.

იგი პირადად შეხვდა  სოფელ წყალაფორეთისა და ლახუნდარის მოსახლეობას და ამომრჩეველს ამომრჩეველს წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ფხალაძე წარუდგინა.

„პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხარაგაული მიმზიდველი და სასურველი გავხადო. წელს, ლახუნდარაში ხუთ კილომეტრამდე გზა კეთდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ სხვა პრობლემებიც ბევრია, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ამ პასუხისმგებლობის უკან დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება დგას“, – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

თოფურიძე ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლენა აბაშიძე წარუდგინა.

„ხარაგაულის საკრებულოში თქვენი ინტერესების გამტარებელი ვიყავი. ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ხუნევის თემში ბევრი რამ გაკეთდა და პირობას გაძლევთ, გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ არაერთი პროექტი დაფინანსდება“, – აღნიშნა ლენა აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი,  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძეც. მერობის კანდიდატებმა ადგილობრივ ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.