აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

443

აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, დავით კაჭარავას ქუჩიდან აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზამდე, ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალამდე, გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.

“პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს კომპანია შპს „ინდიკო“ აწარმოებს”, – ამბობენ მერიაში.