“შენების მოძრაობის” მარნეულის მერობის კანდიდატი ლეილა მამედოვა იქნება

798

„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა – დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით მარნეულში ლეილა მამედოვა იბრძოლებს.

მამედოვა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტია. ის წლების განმავლობაში სახალხო დამცველის პარატის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობა“ მარნეულში როგორც მაჟორიტარული, ისე პარტიული სიით იქნება წარმოდგენილი. მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ლიდერებმა მიმართეს, მერობის კანდიდატი წარუდგინეს  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

“მარნეული არის ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი, სადაც არაერთ არჩევნებს დიდი ვნებათაღელვით ჩაუვლია. მნიშვნელოვანია, რომ “შენების მოძრაობა” სწორედ აქ წარმოდგენელია საკმაოდ სოლიდური გუნდით, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის” – განაცხადეს წარდგენისას ლიდერებმა.