რუსთავში ორი ახლადრეაბილიტირებული კულტურული სივრცე გაიხსნა

531

რუსთავში ორი ახლადრეაბილიტირებული კულტურული სივრცე  – ხელოვნების სასწავლებელი და ლიტერატურული სკვერი, გაიხსნა.

რუსთავის მერიის ცნობით, საინტერესო კონცეფციით შექმნილი ლიტერატურული სკვერი, რუსთავში მე-8 მიკრორაიონში მდებარეობს. რეკრეაციაში განლაგებულ სკამებს ქართული ანბანის ფორმა აქვს მიცემული.

“ქალაქის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს უკვე ხელოვნების სასწავლებლის სტატუსს ატარებს, ერთ-ერთი ისტორიული დანიშნულების შენობაა რუსთავში და მისი უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია, აშენების დღიდან პირველად განხორციელდა.

დარბაზის გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლებლის ფოიეში, მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, ჩატარდა შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელიც.

სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში, შენობის ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებიც დაიწყება,” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავის ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 ათასი ლარით, ლიტერატურული სკვერი, კი ორ სხვა მინი რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, რუსთავის ბიუჯეტიდან 151 ათასი ლარით დაფინანსდა.