ბოლნისში ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება

605

ბოლნისის მუნიციპალიტეტს რამდენიმე თვეში ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ექნება. შენობა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

პროექტის სატენდერო ღირებულება 152 000 ათასი ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

პროექტი მომზადებულია ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით და 22 მუნიციპალიტეტში იგეგმება ანალოგიური ცენტრების გახსნა.