ქუთაისში მცხოვრები ფიზიკური პირები დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაიხდიან.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსაკრებელის შეღავათი მოსახლეობის დახმარების მიზნით დაწესდა.
მათივე ცნობით, ვისაც უკვე გადახდილი აქვთ, 2021 წლის დეკემბრის, იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა პირად სააბონენტო ბარათზე აესახებათ.
“დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დასუფთავების გადასახადი ქუთაისის მოსახლეობას ჩამოეწერება. ამის შესახებ სულ მალე მიიღებს ქალაქის საკრებულო შესაბამის დადგენილებას. მათ, ვინც უკვე გადაიხადა, გადახდილი თანხა დაუჯდებათ ბალანსზე და არ დაეკარგებათ თანხა”, – განმარტავენ მერიაში.
“კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” დადგენილებას საკრებულო უახლოეს პერიოდში მიიღებს.
პირებმა, რომელთაც შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, მერიის შესაბამისს სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ.
დასუფთავების გადასახადი სულადობის მიხედვით არის და ის ერთ ადამიანზე 0.50 ლარს შეადგენს.