გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, მუხრანთელეთი, ახალწყალი და კუმისი მიმდინარე წლის ბოლოს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალსადენის მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სამშენებლო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს.
წყალსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ 10 000-ზე მეტი ადგილობრივი ხარისხიანი,უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.