ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხახალეიშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.