ბათუმში გარევაჭრობის წესი იცვლება

614

ახალი რეგულაციები ბათუმში გარევაჭრობისთვის. განისაზღვრა სავაჭრო დახლებისა და ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრებიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

1 მაისიდან კვების ობიექტებს ღია სივრცეში სერვისზე გადასახდელიც ინდივიდუალურად განესაზღვრება.

გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს: „ქალაქის განვითარების ინტერესები; მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; საგზაო მოძრაობის წესები; ეკოლოგიური მდგომარეობა; საზოგადოების სხვა ინტერესები. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახალი წესი არ შეეხო უკანონო გარევაჭრობას.