ქალაქ გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერის გამწვანება დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ამჟამად თანამშრომლები ბაღში ყვავილების დასარგავად ნიადაგს ამზადებენ და სპეციალურ მიწას ყრიან, რათა ნერგებმა ადვილად გაიხაროს. დირექტორის ინფორმაციით, დაგეგმილია როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი და მარადმწვანე მცენარეების დარგვა. უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. გამწვანების მიზანი ქალაქ გურჯაანის გალამაზებაა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის ცენტრის წინ ბაღი პირველად შარშან გამწვანდა.