ხოჯევანშვილი: მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში უფლებამოსილების ფარგლებში დავეხმარები

432

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი მოქალაქეთა მიღების დღეებში მათ პრობლემებს პირადად ეცნობა. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობას პრობლემების მოგვარებისას საჭირო დოკუმენტების შეგროვებაშიც ეხმარება.

დეპუტატის თქმით, მოქალაქეებს, მათთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმარება.

“გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მათთან ღია საუბარი. ხშირ შემთხვევაში რჩევებისა და სწორი მიმართულებების მიცემაც აგვარებს რიგ საკითხებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დოკუმენტაცია ან სხვა საშუალებები ესაჭიროება გარკვეული საკითხების მოგვარებას. ერთობლივი მსჯელობით მივდივართ სწორ გადაწყვეტილებამდე. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველთვის ვცდილობ, ეფექტურად გადავჭრა მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხები”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

როგორც ხოჯევანშვილის ბიუროში ამბობენ, დეპუტატს მოქალაქეების მისაღებად კონკრეტული დღე არ აქვს გაწერილი.

“კონკრეტული დღის და საათების გაწერა ვერ უხერხდება, გამომდინარე მისი გადატვირთული გრაფიკიდან. ვინიშნავთ მოქალაქეებს, ვისაც შეხვედრა უნდა, წინა დღეს ვურეკავთ და ვეუბნებით საათს”, – ამბობენ დეპუტატის ბიუროში.