ახალქალაქში მერობის ექვსი კანდიდატია

743

ახალქალაქში მერობის კანდიდატები ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.

მერობის კანდიდატები:
სამველ პეტროსიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
რუბენ მკრტჩიანი – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ ;
ჰარუთუნ ალექსანიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
იურიკ უნანიან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
ზურაბ ოზბეგიშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
მელიქ რაისიან – „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ ;

შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მონაწილეობის მსურველი მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების, ასევე, პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა.

საოლქოებს დეკომენტაციის გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ, თუ ვინმეს დოკუმენტაციაში ხარვეზი აქვს და ვერ გამოასწორებს, იგი შეიძლება საარჩევნო პროცესებს გამოთიშოს, შესაბამისად, საბოლოო მონაცემები, ვინ ჩაერთვება ახალქალაქის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლაში, უკვე ორშაბათს იქნება ცნობილი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე