“ევროპული საქართველოს” თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავად განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი სიას პირობითად არის დაკომპლექტებული, ამომრჩევლების მხარდაჭერით დაკომპლექტდება სია.
“მე ვარ სიის პირველი ნომერი “ევროპული საქართველოსი” საკრებულოსი და და ამის შემდგომ სია არის პირობითი, ეს არის ძალიან დიდი სიახლე. სიის ნუმერაცია არის პირობითი და საკრებულოში შევლენ ისინი ვინც მიაღწევენ ყველაზე მეტ შედეგს პროპორციული სისტემით არჩევისას. ფაქტიურად თვითონ ამომრჩეველი დაწერს დააკომპლექტებს ჩვენს სიას”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
წყარო: ipress
ფოტო: ipress