ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, (ფარეხას მონაკვეთზე), იქ სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდველი კამერების დამონტაჟებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიცია გუშინ, 24 ნოემბერს შეიქმნა. ადრესატი საქართველოს მთავრობა და შს სამინისტროა.
manifest.ge-ზე ამ ეტაპზე 516 ხელმოწერაა, საჭიროა კიდევ 484.
„ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე (ე.წ. ფარეხას მონაკვეთი) წლებია, არა ერთი ავტოავარია მოხდა, რომელმაც, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მინიმუმამდე დავიყვანოთ, ავარიების მოხდენის შემთხვევები და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, აღნიშნულ მონაკვეთზე, ბორჯომის, ასპინძის მსგავსად სიჩქარის შემზღუდველი კამერების დაყენება წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმოწერების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის წევრი, ჯაბა ნათენაძეა.