მთაწმინდის რაიონში ზანდუკელის ქუჩაზე შიდა ეზო მოწესრიგდა

584

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კაპიტალური, ასევე, შიდა ეზოს მოწყობა, – აცხადებენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, შიდა ეზოს მოწესრიგება ზანდუკელის ქუჩა N12-ში განხორციელდა. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 750 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.

პროექტისთვის, რომელსაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 30 000 ლარამდე დაიხარჯა.