ლაგოდეხის სოფელ საქობოს მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

374

სოფელ საქობოს მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სოფელ საქობოში გზის მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასოდეს არ ყოფილა.

527 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 254 923.61 ლარი შეადგინა.