ჭყონდიდელის დასახლებაში რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის და ბერიტაშვილის ქუჩებზე შიდა ეზოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირები დასახლებაში შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას გაეცნენ. სამუშაოების დაწყებამდე „რუსთავის წყლის“ წარმომადგენელმა, ქალაქის პირველ პირებს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
სამუშაოები აპრილის თვიდან უნდა დაიწყოს. პროექტის ფარგლებში, შიდაკვარტალურ გზებზე, სრულად შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, განახლდება მიწისქვეშა წყლის სისტემა და საკანალიზაციო ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოიხრეშება და დაიგება ასფალ-ბეტონის საფარი.
ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ბეტონის ბორდიურები, გზის გამყოფები და გამწვანდება გაზონები. პროექტის ჯამური ღირებულება 1 732 122 ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.