მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ცვლილებები შევიდა. საკითხზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა და დადებითად გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
კერძოდ, ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლეთა კატეგორიას დაემატა მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, საპატიო რუსთაველები და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.