იაპონიის მთავრობა თუშეთსა და ლაგოდეხს ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარება

409

იაპონიის მთავრობა თუშეთსა და ლაგოდეხს ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარება, გარდა ამისა, ახმეტის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში, ყველის სამაცივრე სისტემა შეიქმნება.

იაპონიის სალეჩოს ცნობით, 2021 წლის 17 მარტს გაიმართა სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, საქართველოს პარლამენტის, რეგიონული და მუნიციპალური მთავრობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებით და ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

დაფინანსებულია სამი პროექტი:

1. თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. განმახორციელებელი: თუშეთის განვითარების ფონდი. ბიუჯეტი: 87, 256 აშშ დოლარი.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა. განმახორციელებელი: ორგანიზაცია „ბრიჯი – ინოვაცია და განვითარება“. ბიუჯეტი: 64, 151 აშშ დოლარი.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა. განმახორციელებელი: საგანგებო სიტუაციების სამსახური. ბიუჯეტი: 77,633 აშშ დოლარი.

2020-2021 ფისკალურ წელს, იაპონიის საელჩომ დააფინანსა 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს.