ადგილობრივი არასამთავრობო აცხადებს, რომ ხულოს მერია დეპუტატ ანზორ ბოლქვაძე ტენდერებს აგებინებს

576

ხულოში, “თავისუფლების კვარტლის“ წარმომადგენელი მინდია ადაძე ირწმუნება, რომ თვითმმართველობა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს მსხვილ ტენდერებს  აგებინებს. საილუსტრაციოდ მას სოფელ ღორჯომში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოჰყავს, რომელიც უკვე დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მინდია ადაძის ინფორმაციით, პროექტზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამუშაოები კი არაჯეროვნად შესრულდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა.

ბრალდებას მერიაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ტენდერების მოგება კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. ბრალდებას არ ეთანხმება თავად ანზორ ბოლქვაძე.