თუ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ პირბადით და წესების დაცვით. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მხარდამჭერებისთვის პირბადეების დარიგება,- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აქციების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აქციები კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვით ჩაატარონ. „ამ შემთხვევაშ პასუხისმგებლობა არის პირველი სიტყვა, რომელიც ყველამ უნდა დავიმახსოვროთ. პასუხისმგებლობა ეხება არა მხოლოდ...
მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება,-ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. „მეორე ტურისთვის ჩვენ ჩვეულებრივად ვეზადებით. გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან, ჩვენს პარტიულ წარმომადგენლებთან და მიდის მზაობა მეორე ტურისთვის. მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება“,-განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში; აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ შემთხვევებში გასწორდა შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევში მონაცემები დარჩა უცვლელი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა,...
წინა სტატია 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. კალაძის თქმით, კრიმინალური წარსულის...
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს. როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება...
ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების...
ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და წესების დაცვით იმოქმედონ. „პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე...
სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კომისიებისგან კანონის დარღვევას და სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დაშვებას მოითხოვენ. „საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი განცხადება-საჩივრების განხილვა გრძელდება....
გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლების - ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა. „დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან - 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე , რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და...
„მრავალეროვანი საქართველო“ სასამართლოში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც ორგანიზაციას მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე, გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ეთქვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასაჩივრებული უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი და ფიქსირდება საარჩევნო ბიულეტენების მეტობა. „3 ნოემბერს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივრები მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე, გარდაბნის #13.21.11...
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასობით საჩივარზე კანონიერი რეაგირება არ მოუხდენია. მისი თქმით, 3800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ „ხმების ქურდებისა“ და „ჯიბის კომისებად“. მისივე შეფასებით, 10 პროცენტი ხმების ქურდობა საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია. „გუშინდელმა დღემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური გაყალბება გრძელდება. გუშინ, საარჩევნო კომისიამ...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ „ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე“ უარი თქვას. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 4-5 ნოემბერის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე და საზოგადოებას...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ნოემებრს გვიან ღამით, თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველების მიერ 12 პირი დააკავეს . შსს-ს ცნობით, საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის  ორი მუხლით, მათ შორის: 166-ე მუხლით, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. დანაშაული...
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. როგორც ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა. საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, ის საარჩევნო უბნებზე წარმოქმნილ ხარვეზებს პანდემიას უკავშირებს. ციალა შავაძე ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საოლქო კომისიის სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ. "ვიღაცას რაღაც ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ კომისიამ გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა მიიღოს და არა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით....
ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 750 კვ.მ. ფართობზე დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიური. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „სანზონაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი განვახორციელეთ. ამ მონაკვეთზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა, დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც დისკომფორტს...
სახალხო დამცველი ეხმაურება ქსნის #15 ციხის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და აცხადებს, რომ არჩევნების დღეს სწორედ ამ დაწესეულებაში შეუშალეს ხელი მათ წარმომადგენლებს უფლებამოსილების განხორციელებაში. "საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ აღკვეთა დაწესებულების ადმინისტრაციამ", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველის აპარატი "შემაშფოთებელს" უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოხმაურებას,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ