სერგო ჩიხლაძე: 3800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია, ხმების10%-ის ქურდობა საქართველოში არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა

332

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასობით საჩივარზე კანონიერი რეაგირება არ მოუხდენია. მისი თქმით, 3800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ „ხმების ქურდებისა“ და „ჯიბის კომისებად“. მისივე შეფასებით, 10 პროცენტი ხმების ქურდობა საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია.

„გუშინდელმა დღემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური გაყალბება გრძელდება. გუშინ, საარჩევნო კომისიამ ასობით შეტანილი ოქმიდან, არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ “ხმების ქურდებისა“ და მათი „ჯიბის კომისიებად“, მათი ბრძანებების შემსრულებლებად და ამას კიდევ დაემატა ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს აქტივისტებს, მხარდამჭერებსა და იქ მისულ ადამიანებს აპატიმრებდნენ. გუშინ, ისანში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი წიხლებით შედგა ოპოზიციის აქტივისტს და მძიმედ არის დაშავებული ახალგაზრდა ადამიანი. „კარუსელები“ და ზედმეტად ჩაყრილი ხმები, საერთო ხმების დისბალანსს ქმნის. 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. ხმების 10%-ის ქურდობა, ეს გაუგონარი ფაქტია, რაც საქართველოში არასდროს მომხდარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველანირი კანონიერი და ლეგალური მეთოდით. მართალია, იმედი ნაკლებად გვაქვს ჟვანიასა და „ქართული ოცნების“ კომისიების, სასამართლოსი და უკვე აღარც პოლიციელების და ვიცით, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენ ამ გზას მაინც გავივლით და კანონის ფარგლებში, გავაგრძელებთ ყველა იმ საპროტესტო აქციას, ყველა იმ მსვლელობას, ყველა იმ ქუჩის აქციას, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს „ქართულ ოცნებასა“ და მათ მონგრეულ ხელისუფლებაზე. ტოტალურად არის გაყალბებული მონაცემები განსაკუთრებით, ეს არის ოპოზიციური, მათ შორის, „სტრატეგია აღმშენებლის“ , ასევე სხვა პატიების ხარჯზე. შეტანილ საჩვრებზე არანაირი რეაგირება დღემდე არ არის და უფრო მეტიც, საარჩევნო კომისიის წევრები ძალადობენ ჩვენს წარმომადგენლებზე,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.