კახა კალაძე: მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება

271

მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება,-ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

„მეორე ტურისთვის ჩვენ ჩვეულებრივად ვეზადებით. გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან, ჩვენს პარტიულ წარმომადგენლებთან და მიდის მზაობა მეორე ტურისთვის. მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება“,-განაცხადა კალაძემ.