გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლების – ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა.
„დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან – 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე , რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილები. პროექტის განხორციელების შედეგად, 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
გამარჯვებული კომპანიამ სამუშაოები 17 თვეში უნდა დაასრულოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.