როგორც არ უნდა აიზიდოს ცაში ხელისუფლების პროპაგანდისტული დრონები, ივანიშვილმა ხალხის სიმრავლესა და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს, - ამის შესახებ პარლამენტთან მისულმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას შეფასებით, რუსთაველის გამზირზე ადგილი აქვს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტს, რომელიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვს.
„ხალხი ბევრს ითმენდა იმ იმედითა და მოლოდინით, რომ არჩევნები ჩატარდებოდა და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლებოდა. დღეს ეს...
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების აქციასთან დაკავშირებით, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
14:00 საათიდან, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
ასევე,...
„ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც “ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, მოსახლეობას მოუწოდებს მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ.
“ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები შევიკრიბეთ ზაარბრიუკენის მოედანზე და მსვლელობით ერთად დავიძრებით აქციაზე, პარლამენტის წინ. ჩვენ იქ შევუერთდებით საერთო ოპოზიციურ აქციას და ერთად გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალურად...
რუსთაველის გამზირისკენ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობას უკვე მართავენ.
დედაქალაქისკენ ასევე დაიძვრნენ ავტოკოლონები რეგიონებიდანაც.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში...
თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე, სადენებში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციიო სამუშაოები მიმდინარეობს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროისთვის გადათვლილია უბნების უპრეცედენტო რაოდენობა და დაახლოებით 30-მდე უბანი კიდევ გადაითვლება. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. კარუსელთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ სპეკულაციები ისმის და მათ ფაქტები არ წარმოუდგენიათ.
„უკვე უპრეცედენტო რაოდენობით არის გადათვლილი უბნები. მათ შორის, საოლქო კომისიებში და ასევე სასამართლო პროცესების მიმინარეობისას...
წინა სტატია
შსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ორი პირი - ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
„გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო...
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მათი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.
„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა...
შემდეგი სტატია
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.
„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა,...
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენგელია ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და მას თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.
კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა, ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.
თბილისში დღეს დაგეგმილ ოპოზიციის აქციას იმერეთიდან 2000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ.
მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, იმერეთშიც გაყალბდა, ამიტომ აპროტესტებენ შედეგებს და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი და აუცილებელია, ყველა მოქალაქე გავიდეს აქციაზე.
ოპოზიციის აქცია საქართველოს პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რა გზასაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დაინიშნება თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ამასთანავე, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები სწორედ იმისთვის დააწესა, რომ ადამიანებს პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალონ.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს შეზღუდვები, ზუსტად, დაწესებულია იმისთვის, რომ ადამიანებს ხელი შუშალონ...
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დავით გაბაიძე სოციალირ ქსელში ავრცელებს. დავით გაბაიძის თქმით, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
„კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას",- აცხადებს...
საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში აღნიშნულია რომ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული...
წინა სტატია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" ცნობით, მას შემდეგ, რაც 42 უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ განაცხადეს, ცესკოდან დაუკავშირდნენ და გასაჩივრებულ ოლქებზე ინფორმაციის მიწოდება თხოვეს. TI-ს ინფორმაციით, ცესკოს მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ გადათვლებს მხარი დაუჭირონ.
"TI-მ", ბუნებრივია, ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ოლქებზე, რომელთა უბნების ოქმებიც სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამასთანავე, ცესკოსთან კომუნიკაციის დროს განვაცხადეთ, რომ საკმარისი არ იქნება მხოლოდ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































