ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

528

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენგელია ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და მას თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა, ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.