თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე, სადენებში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციიო სამუშაოები მიმდინარეობს.