აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დავით გაბაიძე სოციალირ ქსელში ავრცელებს. დავით გაბაიძის თქმით, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
„კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას”,- აცხადებს დავით გაბაიძე.