დეკანოიძე: რაც არ უნდა გააკეთონ, რა გზასაც არ უნდა მიმართონ, ახალი არჩევნები დაინიშნება

409

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რა გზასაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დაინიშნება თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ამასთანავე, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები სწორედ იმისთვის დააწესა, რომ ადამიანებს პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალონ.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს შეზღუდვები, ზუსტად, დაწესებულია იმისთვის, რომ ადამიანებს ხელი შუშალონ პროტესტი გამოხატვაში და ფიქრობენ, რომ ჩაკეტავენ ქალაქებს. ამდენი ხნის განმავლობაში არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯი, ახლა ჩაკეტეს, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ რამე უშველის. რაც არ უნდა გააკეთონ, რა გზასაც არ უნდა მიმართონ, ახალი არჩევნები დაინიშნება თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ამას,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.