თბილისის მერია გეგმავს, მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ტოტები დაუმატოს და გადაუკეთოს. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში წერია, რომ შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება 195 800 ლარია. იგი 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, ხოლო მომწოდებელია შპს ღამის შოუ სტუდია. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
მათ შორის, 103 850 ლარი ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის არის გაწერილი, ხოლო 70 950 ლარი 70-ნათურიანი გირლანდისთვის. ასევე, 21 000 ლარი ჯდება 10-მეტრიანი სტრინგი კაბელით.
ხელშეკრულებაში...
შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა, - ამის შესახებ ეუთოში ამერიკის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა განაცხადა.
აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,...
დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
როგორც ინტერპრესნიუსს თბილისის მერიაში განუცხადეს, გაიმართება თუ არა 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ან მოეწყობა თუ არა გასული წლების მსგავსად, საშობაო სოფელი, ჯერჯერობით, უცნობია.
„საახალწლო სოფელთან და ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, ოფიციალურ ინფორმაციას, თუ სად და რა ფორმით გაიმართება ღონისძიებები, გავავრცელებთ გადაწყვეტილების მიღებისთანავე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
შეგახსენებთ,...
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 13 ნოემბრიდან აცხადებს განაცხადების მეოთხე ნაკადის მიღებას პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს,...
პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
თალაკვაძე ოპოზიციასთან გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია.
მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს - პანდემიის...
ნათია ნადირაძე
მიხეილ ჩიტაძე
"გორის საინფორმაციო ცენტრი"
ამას წინათ შევხვდი "გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" წარმოადგენელს და სიხარულით მივულოცე ყოფილი თავდაცვითი ნაგებობების მუზეუმის შენობის გარემონტება, რომლიც გორის შუაგულში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის მახლობლად მდბარეობს და რომელიც, ევროკავშირისა და გორის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის მერიამ შეარემონტა (შენობა, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად, ამ ორგანიზაციას გადაეცა).
გაირკვა, რომ მისალოცი ბევრი არაფერი იყო.
აღმოჩნდა, რომ სახურავიდან წყალი ისევ ჩამოდის, კედლები სველდება,...
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში (TI) აცხადებენ, რომ რაიონულმა სასამართლოებმა სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციომ 100% არ დაუკმაყოფილათ. TI-ს ცნობით, მათ სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს.
"მათ შორის იყო მარნეულის #13.22.65 უბანი, სადაც გაყალბების ვიდეო მტკიცებულების არსებობის გამო უბნის სრულად ბათილობას ვითხოვდით", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან მოთხოვნა 39 უბნის შემთხვევაში არ დააკმაყოფილეს. TI-ს...
საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, სრულდება სამუშაოები „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საზქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი, „საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლის და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.
„სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად...
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ საარჩევნო საკითხთან მიმართებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება, თუმცა როდის დაზუსტებით ახლა ვერ იტყვის.
„იმის მოლოდინი, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით განიმუხტებოდა...
ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება.
„ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის,...
ვერაფერს დავაკონკრეტებ, პირველი შეხვედრა იყო. მადლობა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, რომ მათი ფასილიტაციის მოხდა ამ შეხვედრის გამართვა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ შეხვედრაზე პოზიციების გაცვლა მოხდა.
„ოპოზიციურმა პარტიებმა მათ მოვუყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გავაჟღერეთ. ასევე იყო ხელისუფლების წარმომადგენლის ხედვა წარმოდგენილი. შევთანხდით,...
"ლელო" საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თავიანთი პოზიციები გააჟღერეს.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოხდა მიმდინარე მოვლენების შეფასებების გაზიარება ერთმანეთთან. მისივე თქმით, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა მის თარიღზე მოგვიანებით შეჯერდებიან.
"ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი შეფასებები ერთმანეთს გავუზიარეთ. დღეს გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება მეტი არაფერი. დამატებით შევთანხმდებით შეხვედრის დღეზე",...
აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო და ეს პოლიტიკური კონსენსუსი პოიზიტიური დასაწყისია.
„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება უახლოეს დღეებში. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო დასმული. ჩვენ გვაქვს გახსნილი პოზიცია და გვსურს, მივიდეთ იმ...
ჯანდაცვის სამინიშტროში შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინისტრთან სხვა ტიპის შეზღუდვებზე იმსჯელეს.
"ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, ჯერ ამას არ გავამხელეთ სანამ საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება, სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, რამეთუ იყოს კარგი ბალანსი. ერთის მხრივ შეზღუდვები, გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან არ იმოქმედოს სერიოზულად ეკონომიკურ განვითარებაზე და, მეორეს მსხრივ, ჯანდაცვის სისტემისა და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ...
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია განაახლეს
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია განაახლეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, არჩევნების გაყალბებაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თამარ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის.
„დიახ, ვდგავართ ქუჩაში და უკეთეს - თავისუფალ საქართველოს ავაშენებთ. თქვენ, ახალგაზრდები ძლიერ...
„ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე სწორედ ის სამი საკითხი განიხილება, რასაც ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს.
როგორც კანდელაკმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სამივე საკითხთან მიმართებაში ოპოზიცია ერთიანია, „ერთიანობა კი არჩევნების გაყალბების მასშტაბის გაცნობიერებით არის გამოწვეული“.
„ამ შეხვედრაზე ოპოზიციურმა ერთობამ, ყველა იმ პარტიამ, რომელიც ესწრება მას და რომელიც შთანხმებულია ამ გაყალბებული არჩევნების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































