ჯანდაცვის სამინიშტროში შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინისტრთან სხვა ტიპის შეზღუდვებზე იმსჯელეს.
“ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, ჯერ ამას არ გავამხელეთ სანამ საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება, სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, რამეთუ იყოს კარგი ბალანსი. ერთის მხრივ შეზღუდვები, გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან არ იმოქმედოს სერიოზულად ეკონომიკურ განვითარებაზე და, მეორეს მსხრივ, ჯანდაცვის სისტემისა და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას”, — განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა: თბილისში — 11, აჭარაში — 11, იმერეთში — 7, ქვემო ქართლში — 1, გურიაში —1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში — 2 ადამიანი. 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში — 1 033 შემთხვევა, აჭარა — 502, იმერეთი — 517, ქვემო ქართლი — 192, შიდა ქართლი — 126, გურია — 95, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 332, კახეთი — 100, მცხეთა-მთიანეთი — 107, სამცხე-ჯავახეთი — 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 21.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887, მათგან 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. სულ არის 652 მძიმე პაციენტი. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.