არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ: პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

378

აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო და ეს პოლიტიკური კონსენსუსი პოიზიტიური დასაწყისია.

„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება უახლოეს დღეებში. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო დასმული. ჩვენ გვაქვს გახსნილი პოზიცია და გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას ისე, როგორც კანონშია გაწერილი.

არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე მოხდებოდა შეთნხმება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური, ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს ამ შეხვედრის ფასილიტაციისთვის.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან ბარიერგადალახული 8 პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ.