ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„კონკრეტულად არ გავცნობივარ ამ განცხადებას. გავეცნობი, მაგრამ მაინტერესებს, რომელი პირი საუბრობს, რამდენიმე მათგანი შემჩნეული იყო და ეს ყველამ იცის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არჩევნების წინა დღით დაბადების დღეზე ყოფნაში და შემდეგ საკუთარ ფეისუბუქგვერდზე ეს ფოტოები ატვირთეს. საერთაშორისო საზოგადოებაც...
ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული, -ასე შეაფასა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს.
„ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი ეუთო-ს...
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავთ. არათუ გონივრულ კომპრომისებს, საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს და მათ შორის მზაობას კომპრომისისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრისას ოპოზიცია მას არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
„შეერთებული შტატების საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და...
საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება შეაფასა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, თუმცა ის ამ კონტროლს მალე დაკარგავს.
„ეს არის მათი დამოკიდებულების...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ საპარალმენტო არჩევნებზე მოსყიდვის სისტემური გამოვლინება იყო. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე IRI-ს ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის განცხადება შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები.
კობახიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
„მთლიანობაში, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა მიიჩნია ეს არჩევნები...
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა 24 ნოემბერს გაიმართება. საჯარო განხილვა მარნეულის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათიდან დაიწყება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
„პროექტის ინიციატორია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ერთობლივად, განხილვა ჩატარდება მუხლობრივად. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის საკრებულოს დეპუტატის შოთა ვანიშვილის თქმით, პროექტების ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება.
"ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთაგან ზოგი წელს დასრულდება, ზოგიც 2021 წელს. შიდა საუბნო გზების მოწყობა მიმდინარეობს, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი, სარწყავი სისტემის და საკანალიზაციო არხების მოწესრიგება, ეს ის პროექტებია, რომლებიც ახალ წლამდე...
კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამის შესხებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
„ძვირფასო გორელებო! მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა და შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან...
თელავში „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის სამუშაოები განხორციელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, ქალაქ თელავში, დაიწყება განახლების ახალი ტალღა. იგი გულისხმობს „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას, რომელზეც ქალაქი თელავია გაშენებული. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
,,პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოეწყობა შემდეგი ტურისტული ინფრასტრუქტურა: პარკირება და ბილიკი ზუზუმბოს გორაზე, ხიდთან მისასვლელი გზა, ზუზუმბოსა და...
ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობაძეიმ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ.
„იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას. ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ...
წინა სტატია
"ქართული ოცნების" მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებზე უარს იტყვის, ეს ოპოზიციის კაპიტულაციად ჩაითვლება.
"გუშინ მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზებისა, რაც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს. მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ის აღნიშნავს,...
გზების რეაბილიტაცია, გარეგანათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, სპორტული და გასართობის სივრცეების, სასმელი და სარწყავის სისტემების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მათ განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 596 000 ლარი გამოიყო.
„მიმდინარე წელს სოფლის...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ მედიისთვის გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტს, რომელიც საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს და ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება.
დოკუმენტში საუბარია, 31 ოქტომბრის არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე, ხმების გადათვლის პროცესის გაუმჭვირვალობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლოვანებებზე, რაც არჩევნებზე არსებული დარღვევეის სასამართლოს გზით გამოსწორების შესაძლებლობის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. დოკუმენტის თანახმად, სწორედ...
“საბურთალოს City mall-ში არსებული სკვერი, 20 დეკემბერს საშობაო ბაზრობად გადაკეთდება, ნაძვის ხეც მოირთვება, ბუხარიც დაინთება და სანტაც მოვა, თუმცა, უსაფრთხოდ, ყველა რეგულაციის დაცვით და დისტანციით,” - ამის შესახებ city mall-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სოფო ელოშვილმა Bmg-სთან ისაუბრა.
"გამოფენა-გაყიდვა 20 დეკემბერს დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც შეეხება მასში მონაწილეობას, ნებისმიერ მსურველს, იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი მეწარმე, შეუძლია მოგვმართოს...
2021 წელს ქუთაისი ახალი განათებებით ხვდება და უკვე გამოცხადებულია 210 000 ლარის ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს საახალწლო განათებებისა და კონსტრუქციების შეძენას. ასევე იგეგმება ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლება, რომელთა მონტაჟი ქალაქში უკვე დაწყებულია.
როგორც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცემერი, ირაკლი ქარქაშაძე, bmg-სთან საუბარში აღნიშნავს, საახალწლო ღონისძიებები დაიწყება მთავარი ნაძვის ხის განათებით, რომლის განთავსების ადგილი კვლავაც უცვლელი რჩება- ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე...
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება, ჯამურად, აშენდება 64 106 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოში მცხოვრები 888 ოჯახი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, დღეის მდგომარეობით, გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე, გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































