გზების რეაბილიტაცია, გარეგანათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, სპორტული და გასართობის სივრცეების, სასმელი და სარწყავის სისტემების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მათ განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 596 000 ლარი გამოიყო.
„მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ჯამში 120 პროექტი ხორციელდება. პროექტების ღირებულება 10 – დან 20 ათას ლარამდე მერყეობს.
წარმოგიდგენთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების ნუსხას:
გზების რეაბილიტაცია – ჭეჭელაანთ უბანი, ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, ახრისი, ქვემო არცევი, ციცაგიაანთკარი, ბერშუეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ზარდიაანთკარი;
კოტეჯის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – საყავრე;
სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – ნაწრეტი;
გარეგანათების მოწყობა – ზარდიაანთკარი, ქვემო და ზემო სობისი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, კარბი, დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ტირძნისი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, მარანა, ფლავი, ქვახვრელი, უფლისციხე, ყელქცეული, ძევერა, სათემო, ქიწნისი, შერთული, ბნავისი, დეგეულა, ოლოზი, ფუხაანთუბანი, წედისი, სვენეთი, არბო, ქორდი, ახალდაბა, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ზემო ხვითი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი;
გზების მოხრეშვა – ქვემო რიეთი, ახალხიზა;
მასალის შეძენა სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობის მიზნით – ლული, წითელწყარო;
ხიდის მოწყობა მდინარე ტანაზე;
მილების შეძენა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის მოწყობის მიზნით – ჯებირი;
მინი სპორტული მოედნის მოწყობა – სკრა;
საბავშვო ბაღის გაფართოება და ეზოს მოწესრიგება – დიცი;
საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა – შინდისი;
საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა – ხიდისთავი, ფხვენისი, ახალუბანი;
საბავშვო ატრაქციონების მოწყობა – ნადარბაზევი;
სავარჯიშო ინვენტარი შეძენა – ფლავისმანი; სავარჯიშო სივრცის მოწყობა – ბერბუკი, ქვემო რეხა, ხელთუბანი, არაშენდა, ზეღდულეთი, თერგვისი; ტრენაჟორების მოწყობა – ტყვიავი, ვარიანი;
საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება – მღებრიანი;
სანიაღვრე არხის მოწყობა – გუგუტიაანთკარი, კოშკა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, თედოწმინდა; სარწყავი არხის გაწმენდვა და დაზიანებული ადგილების შეკეთება – ტინისხიდი, ოთარშენი; სარწყავი არხის რეაბილიცია – ზემო რეხა, ბობნევი; სარწყავი არხის შეკეთება – პატარა ატენი; სარწყავი და სასმელი წყლის გაყვანილობისათვის მილების შეძენა – გარდატენი;
სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება – ქვემო ხვითი, წითელუბანი;
სასმელი წყლის ორი სათავე ნაგებობის მოწყობა – ბიისი; სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – ფიცესი, ქვემო შავშვები, ქვემო ბოშური; სასმელი წყლით უზრუნველყოფა – მღებრიანი; სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და გაყვანილობის მოწყობის მიზნით მასალის შეძენა – ღვარები; სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და შიდა ქსელის მოწყობა – ტუსრები; სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა – გაგლოაანთუბანი, ლევიტანა; სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, შიდა ქსელში დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლა – ზემო ბოშური; სასმელი წყლის სისტემის ავზების შეფუთვა – მუმლაანთკარი; სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება – ყველაანთუბანი, ახალშენი; სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – ზემო ქსოვრისი, თხილნარა, ტამი;
საქონლის დასაწყურებელი კუთხის მოწყობა – პატარა ხურვალეთი;
კორპუსების ეზოების მოწესრიგება – სათბურების დასახლება;
საჭიდაო არენის მოწყობა – მერეთი;
სკვერისა და მოსაცდელის მოწყობა – თორტიზა; სკვერის მოწყობა – აძვი, ჯარიაშენი, დიდი გარეჯვარი, ერგნეთი, ქვეში, ქერე, ფაბრიკის დასახლება;
სოფელში მისასვლელ გზის მოწესრიგება- მუმლაანთკარი, იფნარა, ველები;
დეკორატიული კედლის მშენებლობა – ხიდისთავი;
საჭიდაო არენის რეაბილიტაცია – ფხვენისი; სპორტული მოედნის მოწყობა – მეჯუდისპირი; წყალსაქაჩის მოსაწყობის მიზნით ტუმბოს და მილების შეძენა – პატარა გორიჯვარი; წყალარინების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია – დიდი ატენი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.