წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი სრულფასოვნად იმუშაონ ზამთრის კურორტებმა, ეს კითხვა დგას. „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია,...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ მოაწყობს, თუმცა, პარტიის გადაწყვეტილებით, იქნება წერტილოვანი პროტესტი. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ისინი არც ხელის შეშლას აპირებენ. კირკიტაძე მათ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც...
მეც ოპოზიციის ამომრჩეველი ვარ და მათ ხმა იმიტომ მივეცი, რომ მინდოდა პარლამენტში ყოფილიყვნენ - მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა. ჩუგოშვილის შეფასებით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიაღწევს, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია ქუჩის ოპოზიციად დარჩება, ხოლო ხელისუფლებას აღარაფერი დააბალანსებს. ჩუგოშვილის აზრით, ეს არის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების მიერ მიღებული...
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა - პარლამენტის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამასთან, მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ურჩევნიათ, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გაგრძელდეს. „გუშინ ოპოზიციას ჰქონდა...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სამგორის მცხოვრებლებს მოუწოდა, 21 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ „გააპრავონ“ ხელისუფლების მიტაცება. “მინდა ჩემი რაიონის მცხოვრებლებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა პირდაპირი მნიშვნელობით იმ ცირკში, რომელსაც 21 ნოემბერს დადგამს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. თითოეული ადამიანი, რომელიც საარჩევნო...
"ენმ-ძალა ერთობაშია" ოფიციალურად ამბობს უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე და იმ 12 კანდიდატს კენჭისყრიდან ხსნის, ვინც მეორე ტურში გადავიდა. ამ ბოიკოტს აჭარიდან პლუს ორი კანდიდატი უერთდება. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე მაჟორიტარობის ერთერთმა კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. "ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილის ამ ფარსში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ "ოცნების" წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს ჩვენ თანახმა ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში, რაც სიცრუეა", -...
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვერ ხედავს იმის რესურს, რომ ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრონ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "მე ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ვისაუბროთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. მე ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ფასილიტაციის მეშვეობით, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა მან. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ხელახალ...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სტუმრობისას ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიციამ კოალიციური მუშაობისათვის საჭირო თანამშრომლობის რეჟიმი უნდა ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ხელახალ არჩევნებამდე ჩამოყალიბდეს ახალი ბლოკებიც. "ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალკე რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოპოზიციამ და ცხადია, ერთის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება კონსოლიდირებული ხედვა და მეორე მხრივ, ისე...
წინა სტატია რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი ქუთაისს გადაეცა. ათივე ახალი ავტობუსი დღეიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს - 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო 4 ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4). მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი)...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 13 და გაფართოვდა 17 აგროსაწარმო, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476-მა პირმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მიმდინარეობს არაერთი მხარდამჭერი პროექტი, რომლებმაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აღსანიშნავია, რომ მოქმედებს საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი, „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“,...
ოკუპირებულ აფხაზეთში „როსავიაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხს შეისწავლიან. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები შეისწავლიან აეროპორტის ტექნიკურ მდგომარეობას და განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს მისი კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისთვის. დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამ დელეგაციის წევრები მიიღო. სოხუმის აეროპორტის მშენებლობის შესახებ მან 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აფხაზეთში...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიფარა ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და ხორხის ხეობები. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით 100-მდე სოფელი და 550-მდე მუდმივად მცხოვრები ოჯახი უკვე სარგებლობს. ინტერნეტიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. „აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს ამ დრომდე არ ჰქონდათ...
დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს. „რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. რა...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. პომპეომ და პრემიერმინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება კოვიდ-19 პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად....
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საერთო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივარი შემაჯამებელი ოქმებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის საჩივრებს ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი არ ჰქონდა, ცესკომ შემაჯამებელი ოქმები უკვე გამოსცა. ოპოზიცია და ადვოკატები კი ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და ამბობენ რომ ეს სამართლებრივი დარღვევაა. "ცესკომ წინასწარ განჭვრიტა თუ რას იზავდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, კომისიის წევრები...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეული წლებია პრობლემას წარმოადგენს პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მორიგი ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ