აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. პომპეომ და პრემიერმინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება კოვიდ-19 პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ, რუსული ოკუპაციის პირობებში, ასევე დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.