ლევან ხაბეიშვილმა სამგორის მცხოვრებლებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ

300

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სამგორის მცხოვრებლებს მოუწოდა, 21 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ „გააპრავონ“ ხელისუფლების მიტაცება.

“მინდა ჩემი რაიონის მცხოვრებლებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა პირდაპირი მნიშვნელობით იმ ცირკში, რომელსაც 21 ნოემბერს დადგამს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. თითოეული ადამიანი, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა, ფაქტობრივად, აიღებს პასუხისმგებლობას, ისევე როგორც თამარ ჟვანია იღებს თავისი ხელმოწერით პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ მივცეთ იმის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ და თამარ ჟვანიას, რომ „გააპრავონ“ ხელისუფლების მიტაცება. მნიშვნელოვანია, რაც უფრო ცოტა ადამიანი მივა არჩევნებზე მარტივი რამის გამო. ჩვენ 21 ნოემბერს არ ჩავატარებთ არჩევნებს, ეს იქნება სპეცოპერაციის გაგრძელება, სადაც უბრალოდ იურიდიულად სურს ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფრის „გაპრავება“ და საბოლოოდ, ამაზე სჭირდება ხელის მოწერა.

თითოეული მოქალაქე, რომელიც 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე მივა, აიღებს პასუხისმგებლობას ისევე, როგორც თამარ ჟვანია ღებულობს ამ გაყალბებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობას. ისტორიაში ეს არჩევნები ნამდვილად შევა, როგორც უპრეცედენტოდ გაყალბებული არჩევნები“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.