მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. ამასთან, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს,...
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, დღეს აჭარის მთავრობასთან ახალგაზრდები სხვადასხვა პერფორმანსის მოწყობას გეგმავენ. მისივე თქმით, მთავრობის შენობასთან კაფე გაიხსნება, რომლითაც ყველა მოქალაქეს ექნება სარგებლობის შესაძლებლობა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს იქნება ერთადერთი კაფე, რომელიც ქალაქში იფუნქციონირებს. „დღესაც ახალგაზრდების მიერ საინტერესო პერფორმანსები იქნება წარმოდგენილი. როგორც იცით, გარემოვაჭრეები შემოგვიერთდებიან...
თბილისში, გლდანში, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. „თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“,- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება. ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის. მათივე ინფორმაციით, ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა. ხეობის...
წინა სტატია ანა დოლიძემ გარემოვაჭრეებთან ყვავილები იყიდა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანა "ხელისუფლებამ შეტევა მიიტანა მშრომელ ხალხზე. მათი ხელით გაკეთებული თაიგული მოვიტანე გახარიასთის. კუნთებზე ყურებით, ჯაშუშობით, ჯარიმებით და რეპრესიებით მიიღებენ ერთ რამეს - ამ თაიგულს დაიდგამენ თავზე", - თქვა დოლიძემ. გარემოვაჭრეები, ყვავილების გამყიდველები უარს ამბობენ, დაემორჩილონ შეზღუდვებს და აგრძელებენ მუშაობას, ვინაიდან გარევაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შრომის ინსპექცია მათ ყვავილების ონლაინ გაყიდვას სთავაზობს და 10 ათასლარიანი ჯარიმით...
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მეყვავილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ საცალო/საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული. როგორც მან განმარტა, შეზღუდვების პირობებში მოვაჭრეებს დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბექა ფერაძეს ჰკითხეს, რა საფრთხეს წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვაჭრობდნენ და რატომ ეკრძალებოდათ მათ საქმიანობა. "რაც შეეხება საცალო/საბითუმო ვაჭრობას, ზოგადად, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი...
თბილისის მთავრობის ფარგლებში არსებული სახელმწიფო კომპანია თბილსერვის ჯგუფი, რომელსაც დედაქალაქში სხვადასხვა ტექნიკური საკითხები მოგვარება ევალება, საახალწლო განათებაში გადახდილის თანხის მიზნობრიობას განმარტავს. ამის შესახებ ტაბულა წერს. თბილისერვის ჯგუფი საახალწლო განათებებისთვი ჯამურად ქალაქის მოსართავად 854 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან დაახლოებით 200 ათასი ლარი წინა წელს მილიონ ლარად იტალიური ნაძვის ხის გასაახლებლად, ხოლო 659 000 ლარს ახალი საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების შესაძენად...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების დაცვა ქვეყნისთვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია". მინისტრი გარემოვაჭრეების აქციებზე წუხს, რომლებიც დადგენილ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ "არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით ახსნა და...
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მას შემდგომ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაიწყო და გრძელდება მკაცრი კონტროლი დადგენილების აღსრულებაზე. „აღსრულება დაევალა შრომის ინსპექციას. ძირითადად კოორდინაციის პროცესი არის შრომის ინსპექციასთან. ასევე ამ პროცესში ჩართული არიან შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის...
მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. „დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების...
წინა სტატია ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ როგორმე ამ შენობაში შემძვრალ მშიშარა კურდღელს, თორნიკე რიჟვაძეს მივუტანოთ მოსახლეობის პრობლემა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა ინტერპრესნიუსს განუცხადა. როგორც ბაგრატიონი აცხადებს, აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობა არ ჰქონიათ და ის რიჟვაძესთან შესახვედრად მარტო აპირებდა შესვლას. რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს განვითარებულ მოვლენებს, როგორც...
ბათუმში აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს სამართალწარმოება, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა. ანანიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია, რომელიც 2018 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის გამო იყო დაკავებული. დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით განხორციელდა. „აქციის ფარგლებში შენობაზე დაამაგრეს ბუშტები, რაზეც...
ზუგდიდი საახალწლოდ შარშანდელი დეკორაციებით მოირთვება და გასული წლის ნაძვის ხე დაიდგმება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ზუგდიდის მერიის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ დეკორაციები განახლებას არ საჭიროებს. შესაბამისად, ახლის შესაძენად წელს ტენდერი არ გამოცხადებულა. თუკი მცირედი განახლება დასჭირდებათ, ამის შესახებაც გახდება ცნობილი. "გამოვიყენებთ არსებულს, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ზუგდიდის მორთვა უკვე ნელ-მელა დაიწყო", - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. 2019 წელს ზუგდიდის საახალწლო დეკორაციებისთვის 100 ათას...
"მზეჭაბუკის" ძეგლი, რომელიც 2009 წელს "დიდების მემორიალის" აფეთქებას გადაურჩა, ქალაქს 11 წლის შემდეგ უბრუნდება. მონუმენტის გადარჩენილი ფიგურა ამ ხნის განმავლობაში მისი ავტორის სახელოსნოში ინახებოდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ძეგლი ამჯერად 9 აპრილის ქუჩაზე დაიდგმება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 699 ლარი დაიხარჯება. "მზეჭაბუკის" ხელახლა აღსამართად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. "მზეჭაბუკი", რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული "დიდების მემორიალის" ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით...
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე მოაწერეს ხელი. პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე გახდა, ხოლო ქუთაისის მერად იოსებ ხახალეიშვილი იქნა არჩეული. არჩეული პირები საქმიანობას  შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11-ე დღეს უნდა შეუდგნენ. მეორე ტურზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 5 სარჩელი შევიდა, რომელთა  ავტორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. არჩევნების მეორე ტურში  მონაწილეობა ოპოზიციონერ...
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 58 მილიონ 586 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტი განიხილა და დასაკორექტირებლად მერიას უკვე დაუბრუნა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მთავარი სპეციალისტის ნიკოლოზ ჩიხლაძის განმარტებით, საკრებულოს ბიუჯეტთან ჯამში 10 შენიშვნა აქვს, რაც ძირითადად რედაქციული ხასიათისაა და ასევე პარამეტრების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სათამაშო ბიზნესის, დასუფთავების მოსაკრებელი, რაც შენიშვნის მიხედვით უნდა გაიზარდოს, ასევე, მცირეა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ