ქუთაისის საოლქო კომისიამ მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი შეადგინა

559

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე მოაწერეს ხელი.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე გახდა, ხოლო ქუთაისის მერად იოსებ ხახალეიშვილი იქნა არჩეული.

არჩეული პირები საქმიანობას  შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11-ე დღეს უნდა შეუდგნენ.

მეორე ტურზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 5 სარჩელი შევიდა, რომელთა  ავტორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

არჩევნების მეორე ტურში  მონაწილეობა ოპოზიციონერ კანდიდატებს არ მიუღიათ. პროტეტის ნიშნად საარჩევნო უბნებიდან და საოლქო საარჩევნო კომისიიდან თავიანთი წარმომადგენლებიც გაიწვიეს.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.